ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

კისრის ლიმფური აპარატი

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" თავისა და კისრის დაავადებების ქირურგიულ განყოფილებაში უახლესი მეთოდებით მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევები კისრის გადაგვარებული ლიმფური კვანძების ჯგუფზე მათი ნაწილობრივი და სრული ამოკვეთა.

რას წარმოადგენს ლიმფური სისტემა

ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა - უჯრედშორისი სითხე. იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს. ლიმფა თითქმის უფერული, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხეა.

ლიმფური კვანძები

ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების 150-ზე მეტი ჯგუფია. ეს კვანძები მრგვალია ან ოვალური, ზომა უმეტესად 0,5მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს, თუმცა, არსებობს გაცილებით დიდი ზომის კვანძებიც. ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ან ანთებითი პროცესების თაობაზე ეჭვის მიტანა. ნორმალურ მდგომარეობაში ლიმფური კვანძები არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, ანთებისას ან მეტასტაზურად დაზიანების დროს კი ისინი მტკივნეული ხდება და დიდდება, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.

ლიმფური კვანძის ფუნქციები

აქვე ხდება ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა

ყოველი ლიმფური კვანძი ან კვანძთა ჯგუფი ლიმფას აგროვებს და აკონტროლებს სხეულის განსაზღვრულ ნაწილს

ლიმფური კვანძი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია

აქვს ბარიერულ-დამცავი ფუნქცია, მრავლობითი მაკროფაგის დახმარებით უამრავ მიკრობს ანადგურებს

მონაწილეობს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებში

კისრის ლიმფური კვანძები

კისრის ლიმფური კვანძები ადამიანს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებისა და ანთებითი პროცესებისგან იცავს. მათი ნაწილი ქსოვილებში ღრმად მდებარეობს, მეორე ნაწილი კი შედარებით ზედაპირულად. კისრისა და კეფის ლიმფური კვანძები ერთგვარ ჯაჭვს - ქმნიან, რომლებიც პირველი სასიგნალო ორგანოა თავისა და კისრის ამა თუ იმ ანთებითი და ავთვისებიანი პროცესების დროს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" სახეშეცვლილი (გადიდებული, მტკივნეული) ლიმფური კვანძების დიაგნოსტიკა ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიით. უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრაბგერითი კვლევის აპარატების დახმარებით ხდება ზედაპირული თუ ღრმა ლიმფური კვანძების ვიზუალიზაცია და შემდგომში მათი ციტოლოგიური გამოკვლევა, იმისათვის რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.
თავისა და კისრის ავთვისებიანი დაავადებების დროს მეორადი დაზიანება (მეტასტაზირება) პირველ რიგში ხდება კისრის ლიმფურ ჯირკვლებში. ისინი პირველები რეაგირებენ და ერთვებიან დაცვით ფუნქციაში, რადგან მოახდინონ დაავადების გავრცელების პრევენცია. ლიმფური კვანძები აკავებენ (კეტავენ) თავის ქსოვილში ავთვისებიან უჯრედებს, რის შედეგადაც ხდება მათი გადაგვარება (გადიდება). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთა (სრული ან ნაწილობრივი).

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით და მაღალკვალიფიციური ქირურგ-ონკოლოგების ერთობლიობით ტარდება რადიკალური ქირუგიული მკურნალობა კისრის ლიმფურ კოლექტორზე. ჩვენი კლინიკის 20 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ასევე უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პაციენტების გამოჯანმრთელების უმაღლეს მაჩვენებლებს.