ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ზედა და ქვედა ყბის სიმსივნეები

ყბებში ვხვდებით სხვადასხვა სახის სიმსივნეებს (კეთლთვისებიანი; ავთვისებაინი), რომელიც შესაძლოა განვითარებული იყოს როგორც უშუალოდ ძვლოვანი ქსოვილიდან, ასევე მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან (ლორწოვანი გარსი, კბილის ქსოვილი და ა.შ.). ყბის სიმსივნეების კლინიკური გამოვლინებაა: ტკივილი, სახის და ძვლის დეფორმაცია, კბილების მორყევა, სიმსივნის გავრცელება ცხვირის ღრუში, ზედა ყბის წიაღში, თვალბუდეში და ა.შ.

ყბების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მიზეზებია: ერთმომენტიანი ან ქრონიკული ტრავმა (ღრძილის ლორწოვანის დაზიანება კარიესული ღრუს კიდით, ქვებით, ბჟენის კიდით, არასწორად მორგებული კბილის გვირგვინებით ან პროტეზებით), ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესები (პერიოდონტიტი, სინუსიტი, აქტინომიკოზი, ყბის ოსტეომიელიტი), ასევე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება (მაიონიზერებელი გამოსხივება, სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვ.). ასევე, ზედა და ქვედა ყბაში შესაძლოა შეგვხვდეს სხვადასხვა ორგანოების ავთვისებინი სიმსივნეების მეტასტაზები (სარძევე ჯირკვალი, თირკმელები, ფარისებრი ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი და სხვ.). ყბების კეთილთვისებიანი სიმსივნეებია: ამელობლასტომა, ოდონტომა, ცემენტომა, ოსტეომა, ოსტეობლასტოკლასტომა, ჰემანგიომა და ასევე კისტოზური წარმონაქმნები - ყველა ამ წარმონაქმნის მკურნალობაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქირურგიას. ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში (კიბო, სარკომა) ოპერაცია არის მკურნალობის წამყვანი მეთოდი, რიგ შემთხვევბში კი ერთადერთი შესაძლებელი.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ზედა და ქვედა ყბის სიმსივნური პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას ანხორციელებენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებით, რაც თავსითავად განაპირობებს მკურნალობის დადებით შედეგს. ყბების სიმსივნური წარმონაქმნების გარდა "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ხორციელდება ყბების და თანკბილივის ჩონჩხოვანი ანომალიების გასწორება ქირურგიული გზით.