ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

პირის ღრუ

პირის ღრუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილია, სადაც მიმდინარეობს საკვების პირველადი ქიმიური და მექანიკური დამუშავება. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. პირის ღრუ წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას (ენა, ტუჩები, სასა, კბილები, სანერწყვე ჯირკვლები, პაროდონტი, ყბები), სადაც თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს საჭმლის მიღება-დაქუცმაცებაში, ლუკმის ფორმირებასა და ყლაპვის აქტში. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოებიდან რომელიმე არასრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას, ამ შემთხვევაში ხდება სხვა ორგანოების ფუნქციური გადატვირთვა, რაც იწვევს მათ ტრავმირებას და მივყავართ სხვადასხვა ტიპის დაავადებებამდე. ზემოთ აღნიშნული ორგანოს ფუნქციის მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს სახვადასხვა მიზეზებით. მაგალითად: მავნე ჩვევები (სიგარეტის მოწევა, ტუჩის კვნეტა, ენის ღეჭვა და სხვა.); არასწორედ დაბჟენილი კბილები, არასწორედ დამზადებული კბილის პროთეზები და სხვა.

პირის ღრუში სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული ტრავმა, თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. გარდა ამისა, არსებობს კვლევა, რომლის თანახმად გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ადამიანის პაპილომა ვირუსი. პირის ღრუში გაჩენილი სიმსივნეების უმრავლესობის აღმოჩენა ხდება პაციენტების მიერ, რის შემდგომაც უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ ექიმს. ეს არის ძირითადად სტომატოლოგი, რომელიც ამისამართებს პაციენტს სპეციალიზირებულ კლინიკაში.

პირის ღრუს სიმსივნეების აღმოჩენაში დიდ როლს თამაშობს თვითგასინჯვა, ტკივილის სინდრომის გაჩენა. დიდი როლი ენიჭება ექიმთან გეგმიურ ვიზიტებს და ეჭვის შემთხვევაში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართებას. ასევე, მნიშვნელოვანია, ამოკვეთილი მასალის მორფოლოგიური შესწავლა, რომლის დროსაც ხდება წარმონაქმნის გენეზის დადგენა.

საერთაშორისო კიბოს ინსტიტუტის (National cancer institute (seer.cancer.gov) მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ გაჩენილ სიმსივნეებში 2,9%-შეადგენს პირის ღრუს სიმსივნეები, ხოლო 5 წლიანი სისცოცხლის ხანგრძლივობა აღინიშნება 64,5%.

პირის ღრუში არსებული წარმონაქმნების აღმოჩენის შემთხვევაში სადიაგნოსტიკოდ მიზანშეწონილია, წარმოებულ იქნეს ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც ხდება წარმონაქმნის გენეზის დადგენა. ავთვისებიანობის შემთხვევაში ტარდება დამატებითი გამოკვლევები და შემდგომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო გაიდლაინებს, მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავება. იმის გათვალისწინებით, რომ პირის ღრუ თვითონ მოიცავს ცალკეულ ორგანოებს, მისი მკურნალობაც განსხვავდება. არასწორად შერჩეულ მკურნალობას კი მივყავართ ყველაზე კარგ შემთხვევაში დაავადების რეციდივთან და ცუდ შემთხვევაში ლეტალურ გამოსავალთან.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" პროფ.კ.მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით ტარდება სხვადასხვა სტადიის პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში მკურნალობის სწორი სტრატეგიის შემუშავება. ასევე, შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება კონსერვატიული მეთოდებით პაციენტის მკურნალობა, ტარდება მრავალი უნიკალური ოპერაციები სხვადასხვა პროფილის კოლეგებთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და მივცეთ მას შანსი, იცხოვროს ავთვისებიანი სიმსივნის გარეშე.