ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

საშვილოსნოს ტანის სიმსივნე

საშვილოსნოს ტანის სიმსივნით დაავადებული პაციენტების რიცხვიც საკმაოდ დიდია. ამ კატეგორიაში რისკ-ჯგუფში შედიან 50-60 წლის ქალბატონები მენოპაუზის პერიოდში. დაავადება ენდოკრინოლოგიური პრობლემებიდან წარმოიშობა, შესაბამისად ქალბატონები, რომლებიც არიან ნამშობიარები, ნაკლებად ხვდებიან ამ რისკ-ჯგუფში. დაავადების გამოვლენა ხდება ვაგინალური ექოსკოპიით. თუ ექიმს აქვს საფუძველი, ნიშნავს ჰისტეროსკოპიას ან ლორწოვანი გარსის ასპირაციულ ბიოფსიას. სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში, ტარდება ოპერაცია და ინიშნება სხივური და ჰორმონალური თერაპია.