ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე

ონკო გინეკოლოგიაში დაავადებული პაციენტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყელის სიმსივნით დაავადებულებზე მოდის. საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზად ცალსახად შეგვიძლია დავასახელოთ ვირუსული ინფექცია, რომელიც ქალბატონს სქესობრივი გზით გადაეცემა. ევროპასა და ამერიკაში აქტიურად იყენებენ ანტივირუსულ თერაპიას, რომელიც ტარდება 10 წლიდან 27 წლის ასაკამდე წელიწადში ორჯერ, სანამ ქალის ინფიცირება მოხდება. რაც მეტი პარტნიორი ჰყავს ქალს, მით უფრო მაღალია ინფიცირების რისკი. საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებული ქალბატონების უმეტესობა 40-დან 50 წლამდეა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა ხდება გინეკოლოგიური დათვალიერებით და სარკის საშუალებით. თუ ექიმს გაუჩნდა ეჭვი დაავადების შესახებ, ტარდება სპეციალური გამოკვლევა, რომელიც პაპ ტესტის სახელითაა ცნობილი. დაავადების სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს საწყის ეტაპზე თეთრი ფერის გამონადენი, ხოლო შემდეგ სისხლიანი გამონადენი საშოდან. დაავადების პირველ სტადიაზე აღმოჩენისას გამოჯანმრთელების შანსი 85- 92 % ია.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მკურნალობისთვის ტარდება ქირურგიული ოპერაცია, გაფართოებული ექსტირპაცია, ვერთჰაიმის ოპერაცია, ინიშნება სხივური თერაპია და ქიმიო თერაპია.

დროული დიაგნოზის დასმა - ეს არის პაციენტის გადარჩენა.