ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ყბაყურა ჯირკვალი

ყბაყურა ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია ნერწყვის პროდუქციაა რომლის პასაჟიც, პირის ღრუში, ხორციელდება სტენონის სადინრის საშუალებით. პროდუცირებული ნერწყვი ძირითადად სეროზული შემადგენლობისაა და შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორებიცაა ლიზოციმი, ამილაზა, IgA, მათ დიდი როლი აკისრიათ პირის ღრუს ლუბრიკაციის, ბუფერული და იმუნოლოგიური თვისებების გაუმჯობესებაში, კბილების მინერალური ბალანსის შენარჩუნებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალი წარმოადგენს ლიმფურ დრენაჟს სახისა და ქალას შესაბამისი ნახევრის რბილი ქსოვილებისთვის. ამიტომაც, ჩვენ პრაქტიკაში ვხვდებით არა მხოლოდ დამოუკიდებლად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის დაავადებებს, არამედ თავის თმიანი საფარველის, სახის ზედა ნაწილის რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელებას ლიმფური გზების საშუალებით.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" თავ-კისრის ქირურგებს პრაქტიკაში გვხვდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის შემდეგი დაავადებები: 1. სიალოლითიაზი (კენჭოვანი დაავადებებით გამომტანი სადინრის დახშობა, რაც მეორადად იწვევს ანთებით პროცესებს, სიალოადენიტის განვითარებას), 2. ყბაყურა ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები:

პლეომორფული ადენომა -60%
მუკოეპიდერმოიდული კარცინომა 20%
მონომორფული ადენომა -10%
ადენოცისტოზური კარცინომა -4%
ადენოკარცინომა -4%
არადიფერენცირებული კარცინომა 1%
მეტასტაზური კარცინომა -1%.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" თავ-კისრის ქირურგიის განყოფილებაში დიდი გამოცდილებით და წარმატებით ტარდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა. ყოველდღიურ პრაქტიკაში გვხვდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის ნაწილობრივი და სრული ამოკვეთა, დაავადების ხასიათის და გავრცელების მიხედვით. ამ ოპერაციების დიდი უმრავლესობა ჩვენს კლინიკაში სახის ნერვის ყველა ტოტის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილების, თანამედროვეობისკენ სწრაფვის მუდმივი სურვილის შედეგია, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ჩვენს კლინიკაში ულტრათანამედროვე ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში, შედეგად, ინტრაოპერაციულად გარდა ვიზუალურისა ვაწარმოებთ ციფრულ კონტროლს სახის ნერვის ტოტების გამტარებლობისა, რაც საბოლოოდ საშუალებას აძლევს პაციენტებს, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. გარდა ზემოაღნიშნულისა სამწუხაროდ არის შემთხვევები (უმეტესად ავთვისებიანი სიმისვნეების დროს), როდესაც დაავადება ინვაზირებს სახის ნერვის რომელიმე ან რამდენიმე ტოტში. ამ შემთხვევაში ონკოქირურგიულ ოპერაციასთან ერთად ტარდება ფუნქციის აღმდგენი ოპერაციები, როდესაც ალონერვის გამოყენებით ვაწარმოებთ დაზიანებული უბნების რეინერვაციას, შედეგად აღდგება არა მხოლოდ სახის მიმიკური კუნთების მოქმედება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებიც.