ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ხორხის კეთილვისებიანი და ავთვისებაინი დაავადებები

ხორხში შესაძლოა განვითარდეს როგორც კეთლთვისებიანი, ასევე ავთვისებაინი სიმსივნეები. სისმივნის კლინიკური გამოვლინება: დამოკიდებულია მის მდებარეობაზე ხორხში, ყველაზე ხშირი არის ხმის ტებრის შეცვლა - თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ხორხის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: ფიბრომა, პოლიპი, პაპილომა (იუვენილური, ზრდასრულთა), ჰიპერპლასტიური ლარინგიტი და სხვ. ხორხის კიბო - პირველ ადგილზეა ზედა სასუნთქი გზების ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მისი გამომწვევი მიზეზებია: სიგარეტი (დაავადებულთა 94-97% მწეველია), ალკოჰოლი, დაბინძურებული (მტვერი) ჰაერით დიდი ხნის განმავლობაში სუნთქვა, ასევე კეთილთვისებაინი სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობის გარეშე დატოვება. ხორხის კიბოს მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ გამოვლინებას, რისთვისაც საჭიროა:

პაციენტის პირველადი გასინჯვა: არაპირდაპირი ლარინგოსკოპია

ფიბროლარინგოსკოპია - ერთერთი ყველაზე ინფორმატიული გამოკვლევაა ხორხის კიბოს შემთხვევაში. ამ გამოკვლევის დროს, პაციენტისთვის უვნებლად, შესაძლებელია, არამარტო დეტალურად დათვალიერდეს ხორხის ყველა განყოფილება, არმედ განხორცილედეს ბიოფსიაც, მასალის შემდგომი ციტოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევისათვის

ხორხის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც მნიშნვენოლვანია ხორხის ხრტილოვანი ნაწილის მდგომარეობის შესაფასებლად

კისრის ულტრაბერითი გამოკვლევა - რათა ნანახი იქნას რეგიონული ლიმფური კოლექტორის მდგომარეობა (გამოირიცხოს მათი მეტასტაზური დაზიანება). მეტასტაზურ დაზიანებაზე საეჭვო ლიმფური კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში მისი წვრილნემსიანი დამიზნებითი ბიოფსიის განხორციელება, მასალის შემდგომი ციტოლოგიური გამოკვლევით.

ხორხის კიბოს შემთხვევაში "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" მკურნალობის ტაქტიკას წყვიტავს მულტიდისციპლინარული გუნდი: ქირურგი, ექიმი რადიოლოგი და კლინიკური ონკოლოგი.

ჩვენს კლინიკაში გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები: დაწყებული - ენდოლარინგელური (ორგანოსშემანარჩუნებელი) ლაზერული მიკროქირურგიული ოპერაციებით, დასრულებული ხორხის მთლიანი ამოკვეთით, კისრის რეგიონალურ ლიმფურ კოლექტორთან ერთად.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" სხივური და ქიმიო თერაპია ასევე ხორცილედება მაღალკვალიფიციური სპეცილაისტების მიერ, ულტრათანამდეროვე დანადგარების გამოყენებით.