ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2430100.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" პირველ სართულზე მდებარეობს კაფეტერია.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" მიმართულებით მოძრაობს შემდეგი ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსები: 177, 160, 208 და ავტობუსი 59.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" სამუშაო საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 16:30 საათამდე.

პაციენტთან ვიზიტის საათები სამუშაო დღეებში არის 18:00-დან 20:00 საათის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას 12:00-დან 20:00 საათამდე.

სამედიცინო დაწესებულებას ამ ეტაპზე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან არ აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. პაციენტები თავად ახდენენ ანგარიშსწორებას კლინიკასთან, რის შემდეგაც ექიმის მიერ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს ბენეფიციარს (დაზღვეულს) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ღირებულებას იმ ოდენობით, როგორც განსაზღვრულია კონკრეტული დაზღვეული პირის სადაზღვევო პოლისში.

დიახ, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი"  ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ჩაიტარონ ქირურგიული მკურნალობა, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

ანალიზის პასუხის გაგზავნა კანონმდებლობით აკრძალულია. ამიტომ ჩვენი მხირდან ელ-ფოსტაზე ანალიზის პასუხის გაგზავნა არ არის შესაძლებელი. ანალიზის შედეგების წასაღებად პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი თავად უნდა ეწვიოს "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს".