ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ლაპარასკოპიული ქირურგია

ლაპაროსკოპული ქირურგია, რომლსაც ასევე მცირე ინვაზიურ ქირურგიათაც მოიხსენიებენ, წარმოადგენს ქირურგიულ ოპრაციას, რომელიც სრულდება ვიდეო კამერისა და რამდენიმე ნატიფი ინსტრუმენტის გამოყენებით. ოპერაციის დროს კეთდება მინი (ერთ სანტრიმეტამდე) განაკვეთი და მათი საშუალებით პლასტიკური პორტები იდგმება (მუცლის) ღრუში, პორტებში გატარდება ვიდეო კამერა და ინსტრუმენტები. ასე ხორციელდება მიდგომა ნებისმიერ ორგანოსთან და პათოლგიასთან.  ვიდეო კამერის მიერ ეკრანზე  გადაცემული გამოსახულებით ქირურგი მართავს მანიპულაციას.

ლაპაროსკოპიის უპირატესობებია: ოპერაციასთან დაკავშირებული ნაკლები დისკომფორტი, ადრეული რეაბილიტაცია, ნაკლები დღეების გატარება ჰოსპიტალში, ბევრად მცირე ნაწიბური სხეულზე,  მიიჩნევა ასევე, რომ ზოგიერთ ორგანოსთან მიდგომა და მისი ვიზუალიზაცია უფრო ადვილია ზემოთ აღწერილი მეთოდის საშუალებით. 

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ზოგადი ქირურგიის სამსახური პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს:

ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა
საყლაპავის ხვრელის თიაქარპლასტიკა
ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების ლაპარასკოპიული მკურნალობა
გინეკოლოგიური ოპერაციების მთელ სპექტრს, საკვერცხეების, საშვილოსნოს (მათ შორის სიმსივნური) დაავადებების მკურნალობა

გარდა ამისა, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" გთავაზობთ სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიას. ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია  სასწრაფო მორფოლოგიური კვლევის სამსახური.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს ატარებენ გამოცდილი ქირურგები. ამასთანავე,  ჩვენი კლინიკა მჭიდრო თანამშრომლეობას აგრძელებს ლაპაროსკოპიის უცხოელ სპეციალისტებთან.

კლინიკა აღჭურვილია იაპონური გიგანტის Olympus-ის ულატრათანამედროვე ლაპაროსკოპიული აპარატურით, რომლის შესაძლებლობები აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით, ზოგიერთი მონაცემით ანალოგი აღნიშნულ ლაპარასკოპიულ აპარატურას არ აქვს, მაგალითად  ქსოვილებზე მოქმედების ენერგიის წყარო ე. წ. Thunderbeat-ი , სხვა  დადებით თვისებებთან ერთად უზრუნველყოფს ულტრაბგერითი სკალპელის და ბიპოლარული ელექტროკოაგულაციის ინტეგრაციას. მას მინიმალური თერმული დაზაინების პირობებში შეუძლია ზუსტად განახორციელოს მოქმედება სამიზნე ქსოვილზე და 7 მმ-მდე სისხლძარღვის კოაგულაცია. ასეთი ინსტრუმენტი უაღრესად პრაქტიკულია ღვიძლზე ლაპაროსკოპიული (და ღია), უროლოგიური და ბარიატრიული ოპერაციების შესასრულებლად. ამასთან, დამატებით თავად ლაპაროსკოპიული აპარატი აღჭურვილია ე. წ. NBI რეჟიმით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პათოლოგიური ქსოვილების  და საბიფსიო ადგილის აღმოსაჩენად.