ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფმა“ საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გახსნა
21/11/2019

15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის ოფიციალური გახნის ცერემონია გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში წამყვანი პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტები.

ღონისძიების ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენდა.


"მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის" ხელმძღვანელობამ ტურის მონაწილეე
ბს კლინიკის უნიკალური შესაძლებლობები გააცნეს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ თანამშრომლობს GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია კომპანიის თანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.

"მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში" გამოკვლევები ტარდება უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, ასევე, მამოგრაფით ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.