ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
ტუმორ ბორდის შეკრება ბათუმში
26/08/2019

23 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” და “სხივური მედიცინის ცენტრის” ექიმებმა აჭარელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. "ტუმორ ბორდის" ფარგლებში წამყვანმა სპეციალისტებმა სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გეგმა და სტრატეგია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა მათი მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.

"ტუმორ ბორდს" "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", "სხივური მედიცინის ცენტრისა" და აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები, კერძოდ, სხივური თერაპევტები, ქიმიოთერაპევტები, რადიოლოგები, კლინიკური ონკოლოგები, მორფოლოგები და ონკოქირურგები ესწრებოდნენ.

"ტუმორ ბორდის" შეხვედრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" დამფუძნებელმა ბატონმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა გახსნეს. მინისტრმა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრისა“ და სხივური მედიცინის ცენტრის ექიმებს ბათუმსა და ქობულეთში ორგანიზებული სამდღიანი უფასო სამედიცინო კონსულტაციებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული "ტუმორ ბორდი"აჭარის რეგიონში პირველად ჩატარდა და მსგავსი კონსილიუმები მომავალშიც სისტემატიურად გაიმართება.