ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
უფასო სამედიცინო გასინჯვები აჭარის რეგიონში
16/08/2019

20-21-22 აგვისტოს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ორგანიზებით აჭარის რეგიონში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და პროფილაქტიკური კვლევები.

სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს ონკოლოგიური პროფილის სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომსახურება:
იგორ მარდალეიშვილი - გინეკოლოგი
სალომე ნიჟარაძე-ციხისელი - ონკოლოგი, ქირურგი (მამოლოგი)
ელენე ხვედელიძე - კრიოქირურგი, ონკოდერმატოლოგი
თეიმურაზ ჩიბურდანიძე - თავ-კისრის ქირურგი
ბექა ასლანიშვილისი - გასტროენტეროლოგი/ზოგადი ქირურგი
ლალი გოგია - რადიოლოგი
ირაკლი ყურაშვილი - უროლოგი.

კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათიდან.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.