ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფმა“ ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი გახსნა
20/08/2019

თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სადიაგნოსტიკო აპარატურით.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, ასევე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილ სისხლის ლაბორატორიას, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტესტის ჩატარება.

ახალ დიაგნოსტიკურ ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი გამოკვლევის ჩატარება უკანასკნელი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სკანერით, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ასევე, აღსანიშნავია მამოგრაფი ტომოსინთეზის და დამიზნებითი ბიოფსიის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დესიტომეტრით, რენტგენის აპარატით, ექოსკოპებითა და ენდოსკოპიური აპარატურით.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ საქართველოს მასშტაბით მოღვაწე წამყვანი ექიმები, რომლებიც ენერგიას არ ზოგავენ პაციენტების გამოჯანმრთელებისა და მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ მისამართია თბილისი, თამარაშვილის გამზ.#4. კლინიკაში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ: 2430100.