ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელების ვიზიტი ბუდაპეშტში
25/03/2019

2019 წლის 18-20 მარტს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი ითვალისწინებდა უნგრეთის ბირთვული მედიცინის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის გამოცდილების გაცნობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დებრეცენის ბირთვული მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის, იზოტოპების ინსტიტუტის, კომპანია Mediso-ს და ბირთვული მედიცინის ცენტრ Scanomed-ის ხელმძღვანელობასთან და წამყვან სპეციალისტებთან.


შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოში ბირთვული მედიცინის ახალი მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით.