ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგები კახეთი-იონში
03/04/2019

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ონკო ქირურგები ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონს" ესტუმრნენ. 

"კახეთი იონის" ონკოლოგიური განყოფილების და "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმღვანელის ნია შარიქაძის განმარტებით, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. 

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ონკოლოგიური გუნდის მიზანია, "კახეთი იონის" ონკოლოგიურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და შემდგომში ერთობლივი გეგმების განხორციელება, რაც შედეგად კახეთის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას გულისხმობს. პაციენტებს  შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ისეთივე საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა, უსაფრთხო და წარმატებული, როგორიც ეს დედაქალაქში ან სხვა ქვეყანაშია. "მსოფლიოში ონკოლოგიური პაციენტი ექიმების გუნდის მიერ იმართება და ჩვენ გვინდა რეგიონის მაგალითზე "კახეთი იონში" განვახორციელოთ ასეთი გუნდური მუშაობის პრინციპი". - აღნიშნა ნია შარიქაძემ.

შემდგომი ეტაპი უკვე კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციის მკურნალობის სქემების და პაციენტის ერთობლივი მართვის დაგეგმვა იქნება. ვიზიტები რეგულარულად მოხდება და მოსახლეობა ადგილზე მიიღებს სრულფასოვან მომსახურებას. უახლოეს მომავალში იგეგმება "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ფარისებრი ჯირკვლის მართვის სპეციალისტების ვიზიტი "კახეთი-იონში".