ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
უფასო სამედიცინო კონსულტაციები ზესტაფონის რაიონში
10/06/2019

2019 წლის 8-9 ივნისს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ინიციატივით ზესტაფონში და ჭიათურაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა.

საქართველოს რეგიონების მასშტაბით საქველმოქმედო აქცია 2017 წლიდან ხორციელდება და დღემდე უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა 3 000-ზე მეტ ადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის შესაძლებლობა მისცა.

"მარდლეიშვილის სამედიცინო ცენტრის" და „სხივური მედიცინის ცენტრის“ მიერ დაწყებული უფასო სამედიცინო გასინჯვები გარკვეული პერიოდულობით გაგრძელდება და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.