ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
პირველი რეგიონული კონფერენცია ონკოლოგიაში
14/04/2019

2019 წლის 13 აპრილს, თბილისი მარიოტში, ონკოლოგიაში პირველი რეგიონული კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ძუძუს, ფილტვის და კოლორექტული კარცინომის დიაგნოსტიკისა და უახლესი მეთოდებით მკურნალობის საკითხებს მიეძღვნა. 

ღონისძიება "ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის" ორგანიზებით ჩატარდა, რომლის თანადამფუძნებელი "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური ონკოლოგი - ამირან მათითაშვილი გახლდათ. 

კონფერენციას ესწრებოდნენ ონკოლოგები და ონკოლოგიასთან მომიჯნავე ექიმები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან. 

ღონისძიებაზე მოხსენებები გააკეთეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს კლინიკურ ონკოლოგიაში და სხივურ მედიცინაში მოღვაწე წამყვანმა სპეციალისტებმა, სადაც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული.