ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
უფასო კონსულტაციები სამეგრელოში
08/02/2019

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 4-5 თებერვალს, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" და "სხივური მედიცინის ცენტრის" ექიმებმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ონკოლოგიურ ცენტრში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. 

აქცია მიზნად ისახავდა მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები სამეგრელო-ზემო სვანეთის ონკოლოგიური ცენტრის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ჩატარდა.