ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
უფასო სამედიცინო კონსულტაციები კახეთის რეგიონში
01/10/2018

29-30 სექტემბერს, „სხივური მედიცინის ცენტრისა“ და „კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინიციატივით დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპლიტეტებში ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია.

მოსახლეობამ ადგილზე მიიღო გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, ზოგადი ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაციები, ჩატარდა ექოსკოპირი და ენდოსკოპიური კვლევები.

აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.