ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
უფასო სამედიცინო გასინჯვები აჭარის რეგიონში
05/11/2018

2018 წლის 9-10-11 ნოემბერს "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ინიციატივით აჭარის რეგიონში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა.

 9 ნოემბერი - ხულო (ხულოს ამბულატორია).

 10 ნოემბერი - ქობულეთი (კლინიკა მედჰაუსი).

 11 ნოემბერი - ხელვაჩაური (ახალშენის ამბულატორია).

კონსულტაციები "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", "სხივური მედიცინის ცენტრის", "ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის", "ბათუმის ონკოლოგიური ცენტრისა" და "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.

გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ონკოლოგის, უროლოგის, დერმატო ვენეროლოგის უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ადგილზე გაეცნო.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.