ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის შეხვედრა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში
08/02/2018

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა თავ-კისრის კიბოს მკურნალობის საკითხებს. 

თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის შესახებ მოხსენება გააკეთა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგმა, ბატონმა ლევან კალმახელიძემ, ხოლო თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების მულტიმოდალური მკურნალობის, სხივური და ქიმიო/სხიუვრი თერაპიით მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შესახებ მოხსენებით წარსდგა სხივური მედიცინის ცენტრის რადიაციული ოკოლოგი მერდან ფაიდა.

აღნიშნული შეხვედრა ტრადიციულად ყოველთვიურად იმართება "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ახალგაზრდა ონკოლოგთა გუნდის ორგანიზებით.