ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდამჭერი აქცია კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს
04/02/2018

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა თბილისი მოლში აქცია გამართა. აღნიშნული ღონისძიებით ჩვენმა კლინიკამ თანადგომა გამოუცხადა საზოგადოებას კიბოსთან ბრძოლაში.

აქციაზე მოსულ დაინტერესებულ პირებს 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცათ ამბულატორიულ კვლევებზე.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს, ყოველწლიურად მოახდინოს მილიონობით ადამიანის სიკვდილის პრევენცია, კიბოს შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებითა და განათლების გზით.