ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

სტომატოლოგიური სამსახური

ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდებს ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსიის სხვადასხვა დაზიანება, როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მკურნალობის შემდგომ. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" არსებული სტომატოლოგიური კაბინეტი უზრუნველყოფს სხივური თერაპიის, იოდოთერაპიის, ქიმიოთერაპიის და წინასაოპერაციო პირის ღრუს სანაციას. გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში ხდება ავადმყოფთა ოპერაციის შემდეგომი რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს არამარტო ოპერაციის შემდგომ რთულ პროტეზირებას, არამედ დენტალური იმპლანტანტების ჩართვას დარჩენილი ყბის ძვალში. ამით შესაძლებელი ხდება ფუნქციური და კოსმეტიკური სირთულეების ოპტიმალური გადაჭრა.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ ასევე ახორციელებს ავადმყოფთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს, იმისათვის რომ დროულად იქნას გამოვლენილი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ან კიბოსწინარე დაავადებების არსებობა პირის ღრუში. პაციენტთა მკურნალობა ამბულატორიულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში (ენდოტრახეალური ნარკოზით მანიპულაციების განხორციელების შემთვევაში) სტაციონალური.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ სტომატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირის ღრუს, თავის ადა კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარატამენტის ასოცირებული პროფესორი - თამარ ბარამიძე, რომელსაც ონკოლოგიურ პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების 18 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

ჩვენს კლინიკას პროფესიული ურთიერთობა აქვს გერმანიის ფრიდრიხ შილერის საუნივესიტეტო კლინიკის პირის ღრუს, თავისა და კისრის და სახის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენთან. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნულ კლინიკასთან ერთად ნერგავს და ანხორციელებს ერთობლივ პროექტებს ონკოლოგიურ პაციენტთა ოპერაციის შემდეგომი რეაბილიტაციისათვის. ჩვენი კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად პერიოდულად ატარებს საქველმოქმედო გასინჯვებს ბერ-მონაზონთათვის, მოხუცთა თავშესაფრებისთვის და უპატრონო ბავშვთა სახლებისთვის.