ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

უჯრედული თერაპია

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ექსკლუზიურად სთავაზობს პაციენტებს ისეთ პროცედურებს როგორიაა: ძვლის ტვინიდან უჯრედული თერაპიისთვის მასალების მომზადებას, იმუნო თერაპიას, დენდრიტული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით და ლაკ-თერაპიას.

უჯრედული თერაპია არის უჯრედების შეყვანა ორგანიზმში დაავადების მკურნალობის ან პრევენციის მიზნით. გადასანერგი უჯრედები შეიძლება მიღებულ იქნეს  თავად პაციენტისგან ან დონორისგან. შესაძლოა გადაინერგოს ახლად აღებული, გაუმრავლებელი უჯრედები ან წინასწარ მოხდეს უჯრედების გამრავლება-მანიპულირება და შემდგომი შენახვა გაყინულ მდგომარეობაში და საჭირო დროს მოხდეს მათი ტრანსპლანტაცია პაციენტში. უჯრედული თერაპიის სახეებია:

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები, ჭიპლარის ქსოვილის ღეროვანი უჯრედები) ჰემატოლოგიასა (მაგ. სისხლის ონკოლოგიური დაავადებები) და რეგენერაციულ მედიცინაში (მაგ. ნეიროდეგენერაციული დაავადებების-პარკინსონის, ალცჰაიმერის დაავადებების დროს, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების დროს, აუტოიმუნური დაავადებების დროს (გაფანტული სკლეროზი, მგლურა, სკლეროდერმია).

იმუნოთერაპია, როცა პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემის უჯრედების (მაგ. ლიმფოციტები ან დენდრიტული უჯრედები) გამრავლება-მოდიფიცირება ხდება ორგანიზმის გარეთ სპეციალური მეთოდებით ინკუბატორებში და შემდგომ ხდება მათი შეყვანა ორგანიზმში იმუნური სისტემის გაძლიერების  მიზნით, მაგალითად სიმსივნეების დროს ან მოდულაციის მიზნით, მაგ, აუტოიმუნური დაავადებები.