ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

აბდომინური ქირურგია

"მარდალეიშვილს სამედიცoნო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ქირურგიული დაავადების მკურნალობა ტარდება როგორც ტრადიციული ღია მეთოდით, ასევე მინიმალურად ინვაზიური-ლაპაროსკოპული მეთოდით. ამასთან, გადაფარულია ამ ლოკალიზაციის დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად მთლიანი სპექტრი, მათ შორის საყლაპავის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის და მსხვლი ნაწლავის ქირურგიული დაავადებების მკურნალობა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

ჩვენს კლინიკაში მასშტაბური ჩარევებისთვის (პანკრეატოდუოდენური რეზექცია, საყლაპავის პლასტიკა, ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის ქირურგია, მენჯის ორგანოების და სხვა აბდომინური ევისცერაცია და ა. შ.) სათანადოდ მომზადებული და ხელმისაწვდომია თანამედროვე რეანიმაციული, ტრანსფუზიულოგიურ-ლაბორატორიული სამსახური, სასწრაფო მორფოლოგიური კვლევა, ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია, ენდოსკოპისტის, თორაკოქირურგის, ანგიოლოგის დახმარება.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ონკოლოგიური პაციენტების (ზოგჯერ არაონკოლოგიურისაც) განხილვა ხდება მულტისდისციპლინური გუნდის მიერ. ჩვენს კონსილიუმებში მონაწილეობს ყველა მთავარი რგოლი: კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი, რადიოლოგი, რადიოთერაპევტი, მორფოლოგი, ანესთეზიოლოგი და ა. შ. ჩვენს კლინიკაში ეს შეხვედრები ხშირად ინტერნაციონალური ხასიათსაა, სადაც რეგულარულად მონაწილეობენ სტამბულის LIV ჰოსპიტლის ონკოლოგები და ევროპელი კოლეგები (მათ შორის ქირურგები). ამასთან, სრული მზად ყოფნაა ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა სპეცილიასტებთან კოლაბორაციისა, იქნება ის უროლოგი, ანგიოლოგი, მორფოლოგი თუ სხვა.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ონკოქირურგიული დაავადების მკურნალობა ხდება თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით (ძირითადად NCCN გაიდლაინების შესაბამისად). კლინიკის აბდომინური განყოფილება აღჭურვილია OLYMPUS-ის ბრენდის მაღალტექნოლოგიური ლაპარასკოპიული აპარატურით. ჩვენი უპირატესობებია:

მულტიდისციპლინური მიდგომა
რთული და მასშტაბური ოპერაციული მკურნალობის ინფრასტრუქტურული ბაზის მუდმივი განახლება
მკურნალობაში ჩართული სპეციალისტების გამორჩეული კვალიფიციურობა და პაციენტის ინტერესების ერთგულება.