ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

 
კონსტანტინე მარდალეიშვილი
კლინიკის ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


პროფესიული საქმიანობა

- 2012 - დან დღემდე-მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის-„ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი

- 2006-დან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი

- 2000-2006 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე

- 1999-2000 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი

- 1997-2011 მის მიერ დაარსებული "ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელი

- 1984-2010 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი

- 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი

- 1974-1976 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი

- 1967-1970 დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი-სტომატოლოგი

განათლება

- 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი

- 1970-1974 მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით

- 1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი

სამეცნიერო ხარისხი და წოდება


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

პედაგოგიური მოღვაწეობა


- 2006
წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

- 1999-2000 იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.

- 2000-2006 ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია


პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიის წევრობა


- საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი

- თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი

- კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

- რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაციის წევრი

- ჟურნალ „საქართველოს ონკოლოგია" სარედაქციო კოლეგიის წევრი

- ჟურნალ „ რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია", სარედაქციო კოლეგიის წევრი

- გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საზოგადოების სამეცნიერო პრაქტიკული პერიოდული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი


პუბლიკაციები

3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი