ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ციტოლოგია

კლინიკური ციტოლოგია დამოუკიდებელი კლინიკური დისციპლინაა, რომელსაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები გააჩნია განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ღია ბიოფსიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია ორგანოს ანატომიური აგებულების, პათოლოგიური პროცესის სიმცირის, ლოკალიზაციის, დაავადების პროგრესირების საშიშროების ან სხვა გარემოებების გამო. ციტოლოგიური კვლევა გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების უჯრედულ დონეზე შესწავლას და მიკროსკოპის მეშვეობით კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებას, რაც დაავადების ადრეულ სტადიაში განკურნების შესაძლებლობას იძლევა. ციტოლოგიური მეთოდი არის მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა, მოითხოვს უმნიშვნელო დროს, ნაკლებად ტრავმულია და არ იწვევს გართულებებს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ციტოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებენ მაღალკვალიფიცირებული ექიმი-ციტოლოგები. ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტთა მომსახურების ხარისხზე, ამიტომაც, ჩვენ კვლევებისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.  

"მარდალეიშვილის სამედიცნო ცენტრში" ტარდება შემდეგი ციტოლოგიური გამოკვლევები:

ანაფხეკი კანიდან, ეროზირებული უბნიდან

ანაბეჭდი სხვადასხვა წარმონაქმნიდან

სარძევე ჯირკვლის დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა

დამიზნებითი წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია

ინტრაოპერაციული ექსპრესციტოლოგიური გამოკვლევა

პაპტესტი

ნახველის ციტოლოგიური კვლევა

სეროზული სითხეების კვლევა

სხვა კლინიკებიდან მოტანილი მასალის შეფასება.