ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

სამედიცინო ცენტრის შესახებ

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში", ასევე, წარმატებით ფუნქციონირებს გენომის კვლევის და დიაგნოსტიკის ცენტრი. აღნიშნული კვლევები ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, რადგან მისი საშუალებით დგინდება გენეტიკური მუტაციები, ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ. წერტილოვანი მუტაციები და ქრომოსომული დარღვევები ზუსტად ადგენენ სიმსივნის ბუნებას, იძლევიან დაავადების წარმოშობის და მიმდინარეობის პროგნოზს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობის პროცესში. ეს ზოგავს პაციენტის რესურსებს და ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.


რატომ ჩვენ?

  ჩვენთან მუშაობენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები
  ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ განვითარებაზე
  სისტემატიურად ვაახლებთ მეთოდებს უკეთესობისკენ
  გვაქვს მაღალი ხარისხის ლაბორატორია
  პაციენტებზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა
  ჩვენ არ გვეზარება პაციენტების ინფორმირება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
  ჩვენ პაციენტს გადახდების მოქნილ სისტემას ვთავაზობთ.