ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ინ ვიტრო განაყოფიერება

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს,  როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და  დამხმარე  ART რეპროდუქციულ  მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში)  განაყოფიერება.  განყოფილების მკურნალობის სფეროს  წარმოადგენს:

ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგია
ესთეტიური ენდოკრინოლოგია (ჰირსუტიზმი, აკნე/სებორეა, ჭარბი წონა/სიმსუქნე)
ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი)
კონსერვატიული გინეკოლოგია
ორსულობის  დაგეგმვა (ჩასახვის საწინააღმდეგო  საშუალებების ჰორმონული კოკები, პლასტირები)
მექანიკური საშვილოსნოს შიგა საშუალებების (სპირალის) გამოყენება
შეწყვეტილი ორსულობის მედიკამენტური აბორტის ჩატარება (2-7 კვ-ის ვადაზე)
ორსულობის დაგეგმვა, მონიტორინგი  და  მართვა
საშვილოსნოს ყელის  პათოლოგიის დიაგნოსტიკა  და მკურნალობა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

რეპროდუქტოლოგია- უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ინ ვიტრო განაყოფიერება ICSI მეთოდით
ინ ვიტრო განაყოფიერება IVF მეთოდით
ინ ვიტრო განაყოფიერება PICSI მეთოდით
გინეკოლოგია
კონსერვატული გინეკოლოგია
გინეკოლოგიური ქირურგია (ენდოსკოპია, ვაგინალური გინეკოლოგია)
ენდოკრინოლოგია
ანდროლოგია, უროლოგია –მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახური
პერმოგრამა
სპერმის გაყინვა
სპერმის მორფოლოგიური შეფასება და დნმ ფრაგმენტაციის განსაზღვრა
ემბრიონების, კვერცხუჯრედების, ზიგოტების გაყინვა (ვიტრიფიკაცია)
ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში
საკვერცხის ქსოვილის კრიოპრეზერვაცია.

პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა)  ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).

საქართველოს მასშტაბით მხოლოდ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების  რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის  პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს დონაცია-სუროგაციის პროგრამები.