ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

თორაკო-აბდომინალური ქირურგია

ფილტვის კიბო - ფილტვის ავთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც სხვადსხვა კალიბრის ბრონქის ეპითელიალურ შრეში ვითარდება. ფილტვის კიბო წარმოადგენს მსოფლიო სამედიცინო და სოციალურ პრობლემას. განვითარებულ ქვეყნებში ფილტვის კიბო ხშირად გვხვდება და ონკოლოგიურ პაციენტთა სიკვდილიანობის მეტად გავრცელებული მიზეზია. კიბოს რეგისტრის საერთაშორისო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ფიქსირდება ფილტვის კიბოს ერთი მილიონი ახალი შემთხვევა და ონკოლოგიურ პოაციენტთა 60%-ის სიკვდილიანობა ფილტვის კიბოთი არის გამოწვეული. ფილტვის კიბო მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში.

ფილტვის კიბოს ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება კარცინოგენი (მაგალითად თამბაქოს კვამლი), იონიზირებული დასხივება, ვირუსული ინფექციები. მათი ზემოქმედება იწვევს კუმულაციურ ცვლილებებს ბრონქის ეპითელიუმის დ.ნ.მ.-ში და რაც მეტია დაზიანებული ქსოვილი, მით მეტია კიბოს განვითარების რისკები. ფილტვის კიბოს შემთხევაში ანსხვავებენ მეტასტაზირების სამ ტიპს:

ლიმფოგენური - ლიმფური სისტემის მეტასტაზური დაზიანება
ჰემატოგენურს - სისხლით გადატანილი სიმსივნური უჯრედები
ინპლანტაციურს - როდესაც სიმსივნე იწვევს ირგვლივმდებარე სტრუქტურაზე ზედდებას.

ფილტვის კიბოს კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია პირველადი კერის ლოკალიზაციაზე. ფილტვის ცენტრალური კიბო - იწვევს ბრონქის ატელექტაზს, პროდუქტიული ხველა, სისხლიანი ნახველი, პერიფოკალური ანთება (Cr-პნევმონია), ტკივილი გულმკრდის არეში, ჰიპერტერმია, საერთო სისუსტე, ტკივილი კიდურებსა და სახსრებში. ასევე შორს წასული პროცესების დროს: ზემო ღრუ ვენის სინდრომი, ხმის ტემბრის დაქვეითება, სუნთვითი უკმარისობა.

ფილტვის კიბოს პირველადი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მიზანშეწონილია, ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქოსკოპია, ტრანსთორაკალური ბიოფსია (საჭიროების შემთხვევაში), ექოსკოპიური გამოკვლევა.

თიმომა

თიმომა განეკუთვნება შუასაყრის ახალწარმონაქმნთა ჯგუფს, რომელიც ვითარდება თიმუსის ჯირკვლის ეპითელიალური უჯრედებიდან. თიმომის კლინიკა შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი: უსიმპტომო; გამოხატული კლინიკით (კომპრესია, ტკივილი, მიასთენია, ინტოქსიკაციური სინდრომი). ტოპოგრაფიიდან და ეტიოლოგიიდან გამომდინარე დიაგნოზი დგინდება რენტგენო-დიაგნოსტიკური კვლევების, მედიასტინოსკოპიის და ბიოფსიის მეშვეობით.

თიმომის ქირურგიული მკურნალობა ხდება შემდეგი მეთოდებით: თიმექტომია, წინა შუასაყარის ლიმფოდისექცია, საჭიროების შემთხევაში ქიმიო-სხივური თერაპია.

თიმომა - შუასაყრის ორგანოსპეციფიური სიმსივნეა, რომელიც ვითარდება თიმუსის ჯირკვლის ტვინოვანი და ქერქოვანი ქსოვილის უჯრედული ელემენტებისგან. თიმუსის ჯირკვლის სიმსივნეების მიზეზები უცნობია, ვარაუდობენ, რომ თიმომას შესაძლოა ჰქონდეს ემბრიონალური წარმოშობა და დაკავშირებული იყოს თიმოპოეტინის და იმუნური გომეოსტაზის სინთეზის დარღვევასთან.

თიმომის განვითარების რისკფაქტორები შესაძლოა იყოს: ინფექციური დაავადებები, რადიაციული ზემოქმედება, შუასაყრის (გულმკერდის) ტრავმა. შემჩნეულია, რომ თიმომები ხშირად დაკავშირებულია რიგ ენდოკრინულ და აუტოიმუნურ სინდრომებთან (მიასთენია, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, იცენკო-კუშინგის სინდრომი).

სიმპტომები

თიმომის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მის ტიპზე, ჰორმონალურ აქტივობაზე და ზომაზე. ხშირ შემთხევაში, სისმსივნეს ახასიათებს ლატენტური მიმდნარეობა და ვლინდება პროფ/გამოკვლევის შედეგად. ინვაზიური თიმომები იწვვს კომპრესიულ მედიასტინალურ სინდრომს, რომელსაც ახასიათებს: ტკივილი მკერდის არეში, მშრალი ხველა, ქოშინი. ტრაქეის და მსხვილი ბრონქების კომპრესია ვლინდება: სტრიდორით, ციანოზით, სუნთქვითი უკმარისობით. ზემო ღრუ ვენი კომპრესია ვითარდება: სახის შეშუპება, სხეულის ზედა მესამედის მოლურჯო შეფერილობა, კისრის სისხლძარღვების შებერილობა. ნერვული ქსოვილის კომპრესიის შემთხევაში ვითადება: ჰორნერის სინდრომი, ხმის ტემბრის დაქვეითება, დიაფრაგმის გუმბათების მაღალი დგომა.

საყლაპავის კომპრესიის შემთხევაში ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება). სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შემთხევათა 10-40%-ში თიმომა ვლინდება მიასთენიური სინდრომით. პაციენტები აღნიშნავენ გამოხატულ საერთო სისუსტეს, სისუსტეს კუნთებში, ადვილად დაღლას, მიმიკური კუნთების ადვილად დაღლას, გაორებას თვალებში, გადაცდომას (რეგურგიტაცია), ხმის ტემბრის დაქვეითებას. მძიმე შემთხევებში შესაძლოა განვითარდეს მიასთენიური კრიზი, რაც საჭიროებს პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანას და ზონდურ კვებას.

ავთვისებიანი თიმომების შორსწასული თიმომების დროს ჩნდება სიმსივნური ინტოქსიკაციის კლინიკა, ციებ-ცხელება, ანორექსია, წონის დეფიციტი. არცთუ ისე იშვიათად თიმომას თან სდევს სხვადასხვა ჰემატოლოგიური და იმუნოდეფიციტური სინდრომები: აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოგამაგლობულინემია.

დიაგნოსტიკა

თიმომის დიაგნოსტირება ხდება რენტგენო-დიაგნოსტიკური მეთოდებით: გულმკერდის რენტგენოგრაფია, გულმკერდის კ/ტ, მედიასტინოსკოპია, წარმონაქმნის ბიოფსია და ბიოპტატის ჰ/მორფოლოგიური გამოკვლევა, ელექტრომიოგრაფია. სადიფერენციაციო დიაგნოსტიკური ღონისძიებები საშუალებას იძლევა, გამოვრიცხოთ (ან დავადასტუროთ) რიგი მოცულობითი პროცესების არსებობა შუასაყარში: ჩიყვი რეტროსტერნალური გავრცელებით, დერმოიდული კისტა, შუასაყრის ტერატომა.

თუ შენიშნეთ ზემოთაღნიშნული სიმპტომები, უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტის"თორაკალური (თორაქს-გულმკერდის ღრუ) განყოფილება მოიცავს ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა: ფილტვები და მათ შორის არსებული შუასაყარის ორგანოების ავთვისებიან დაავადებებს. ზემოთ ხსენებულ ორგანოთა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ჩვენს კლინიკაში თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" თორაკალური (გულ-მკერდის) ქირურგიის განყოფილებაში ტარდება მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ოპერაციები გამოცდილი ონკოქირურგის ბ-ნი ლევან ბახტაძის მიერ, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საზღვარგარეთის წამყვან კველვით სამეცნიერო ონკოლოგიურ კლინიკებში. ჩვენს კლინიკაში პაციენტების მიმართ არის მკურნალობის ინივიდუალური მიდგომა. ყველა პაციენტი განიხილება კლინიკურ კონსილიუმებზე ონკო-ქირურგების, ქიმიოთერაპევტების, რადიოლოგების, თერაპევტების, ანესთეზიოლოგების და რეანიმატოლოგების მონაწილეობით.

გარდა ამისა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ტარდება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციები (ფილტვის, შუასაყრის, მუცლის ღრუს ორგანოების სიმსივნური ან მოცულობითი წარმონაქმნების ბიოფსია კ/ტ ან ექოკონტროლით), რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნების ბიოფსია კ/ტ ან ექოკონტროლით დიაგნოზის დასმის მიზნით.

ჩვენს კლინიკაში პაციენტების მკურნალობა ხოციელდება ევროპული სტანდარტებით.