ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

კრიოქირურგია

ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს კრიოქირურგიული განყოფილება.

კრიოქირურგია მკურნალობის მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია ზედაბალი ტემპერატურის მეშვეობით ქსოვილების ლოკალურ მოყინვაზე, რაც განაპირობებს მათ შემდგომ დესტრუქციას. ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური აპარატურა და თხევადი აზოტი, რომლის დუღილის ტემპერატურაა - 196 გრადუს ცელსიუსი.

კრიოქირურგიული მკურნალობა თანამედროვე არაინვაზიური მეთოდია. იგი უმეტეს შემთხვევაში სრულფასოვნად ცვლის ქირურგიას. ხორციელდება ამბულატორიულ პირობებში ანესთეზიის გარეშე და არ მოითხოვს პაციენტთა სპეციალურ მომზადებას. მისი გამოყენებისას არ არსებობს ალერგიული რეაქციების საშიშროება, არ ტოვებს ნაწიბურებს, მიიღწევა საუკეთესო კოსმეტიკური შედეგი. სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმალურია და ხელმისაწვდომია პაციენტებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ხელს უწყობს ორგანიზმის სიმსივნის საწინაამღდეგო იმუნური ძალების სტიმულაციას, რაც დაავადების განმეორებითი განვითარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. როგორც წესი, კრიოდესტრუქცია ხორციელდება კანისა და ლორწოვანი გარსის სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" კრიოქირურგიული მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მეთოდებით და უახლესი ტექნოლოიებით.