ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

საოპერაციო-რეანიმაციული ბლოკი

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" საოპერაციო-რეანიმაციულ ბლოკში ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სანარკოზო-სასუნთქი აპარატებით და სამონიტორო სისტემით.

ანესთეზიის დაწყებამდე პაციენტებს (ანესთეზიოლოგის კონსულტაციის შემდეგ) უტარდებათ სედაცია (პრემედიკაცია). სედაციის ქვეშ მყოფი პაციენტები გადადიან საოპერაციო ბლოკში, სადაც უტარდებათ სრულფასოვანი მონიტორინგი, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპია, ოქსაგენაციის და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ეფექტური მართვა.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ანესთეზიისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პაციენტის "გაღვიძების" ტკივილის და "ნარჩენი რელაქსაციის" გარეშე.

ჩვენს კლინიკაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-ანესთეზიოლოგები ფლობენ თანამედროვე ანესთეზიის ყველა სახეობის ტექნიკას, გააჩნიათ "რთული ინტუბაცია", რთული სასუნთქი გზების" და კრიტიკული პაციენტის მართვის მრავალწლიური გამოცდილება.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" პაციენტებს ელით მაღალკვალიფიციური და მეგობრული გარემო და მათი გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობები.