ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

აბდომინური ქირურგია

"მარდალეიშვილის სამედიცoნო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ქირურგიული დაავადების მკურნალობა ტარდება როგორც ტრადიციული ღია მეთოდით, ასევე მინიმალურად ინვაზიური-ლაპაროსკოპული მეთოდით. ამასთან, გადაფარულია ამ ლოკალიზაციის დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად მთლიანი სპექტრი, მათ შორის საყლაპავის, კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის და მსხვლი ნაწლავის ქირურგიული დაავადებების მკურნალობა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად. 

აბდომინური ქირურგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდით და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ჩვენს კლინიკაში ლაპარასკოპიული მიდგომით სრულდება ნებისმიერი გეგმიური ოპერაციები:

  ლაპარასკოპიული მარჯვენამხრივი/,მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომიები 

  სწორი ნაწლავის წინა რეზექცია

  სწორი ნაწლავის ექსტირპაცია

  სუბ ტოტალური/ ტოტალური ლაპარასკოპიული გასტრექტომია  

  ლაპარასკოპიული ჰერნიოპლასტიკა 

  თიაქარპლასტიკა  დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს

  თიაქარპლასტიკა ვენტრალური თიაქრის დროს

  თიაქარპლასტიკა საზარდულის თიაქრის დროს

  რეტროპერიტონეალური სიმსივნეების ლაპარასკოპიული მეთოდით ამოკვეთა 

  ლაპარასკოპიული სპლენექტომია

  ლაპარასკოპიული მარჯვენამხრივი \მარცხენამხრივი ჰემიჰეპატექტომია, ასევე ღვიძლის ატიპიური  რეზექციები

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ მასშტაბური ჩარევებისთვის (პანკრეატოდუოდენური რეზექცია, საყლაპავის პლასტიკა, ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის ქირურგია, მენჯის ორგანოების ან სხვა აბდომინური ევისცერაცია და ა. შ.) სათანადოდ მომზადებული და ხელმისაწვდომია თანამედროვე რეანიმაციული, ტრანსფუზიულოგიურ-ლაბორატორიული სამსახური, სასწრაფო მორფოლოგიური კვლევა, ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია, ენდოსკოპისტის, თორაკოქირურგის, ანგიოლოგის დახმარება.

ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში ონკოლოგიური პაციენტების (ზოგჯერ არაონკოლოგიურისაც) განხილვა ხდება მულტისდისციპლინური გუნდის მიერ, რაშიც მონაწილეობს ყველა მთავარი რგოლი: კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი, რადიოლოგი, რადიოთერაპევტი, მორფოლოგი, ანესთეზიოლოგი და ა. შ. კლინიკაში ჩატარებული კონსილიუმები ხშირად ინტერნაციონალური ხასიათსაა, სადაც რეგულარულად მონაწილეობენ სტამბულის LIV ჰოსპიტლის ონკოლოგები და ევროპელი კოლეგები (მათ შორის ქირურგები). ამასთან, სრული მზადყოფნაა ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა სპეცილიასტებთან კოლაბორაციისა, იქნება ის უროლოგი, ანგიოლოგი, მორფოლოგი თუ სხვა.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ონკოქირურგიული დაავადების მკურნალობა ხდება თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით (ძირითადად NCCN გაიდლაინების შესაბამისად). კლინიკის აბდომინური განყოფილება აღჭურვილია OLYMPUS-ის ბრენდის მაღალტექნოლოგიური ლაპარასკოპიული აპარატურით. ჩვენი უპირატესობებია:

  მულტიდისციპლინური მიდგომა

  რთული და მასშტაბური ოპერაციული მკურნალობის ინფრასტრუქტურული ბაზის მუდმივი განახლება

  მკურნალობაში ჩართული სპეციალისტების გამორჩეული კვალიფიციურობა და პაციენტის ინტერესების ერთგულება.