ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

ქიმიოთერაპია

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური ონკოლოგიის (ქიმიოოთერაპიის) განყოფილებაში მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობა თერაპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით:

ქიმიოთერაპიის უახლესი პროტოკოლები
თანამედროვე ჰორმონთერაპია
თანამედროვე იმუნოთერაპია
მიზნობრივი (თარგეთული) თერაპია.
(წყარო ; ESMO - ევროპის კლინიკური ონკოლოგთა ორგანიზაცია, NCCN - აშშ ნაციონალური კიბოს კვლევითი ჯგუფი)


ჩვენი პროფესია - კლინიკური ონკოლოგი - მოიცავს პაციენტის პერსონალიზირებულ მართვას მისი საერთო მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმადე დავიყვანოთ მკურნალობით გამოწვეული გართულებები და გვერდითი მოვლენები.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ქიმიოთერაპიის განყოფილებაში მიმდინარეობს მაღალი კლასის მკურნალობა დაავადების ყველა სტადიაზე, რეგულარულად მიმდინარეობს ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. მკურნალობის პოტენციური გართულებების პროგნოზირება და მათი კორექცია.

ჩვენს კლინიკაში პაციენტთა მკურნალობა უმეტესად მიმდინარეობს ამბულატორულ რეჟიმში - დღის სტაციონარში; ექიმების და ექთნების ორმაგი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, არ იგრძნოს თავი მისთვის ჩვეული ცხოვრებიდან, ოჯახიდან მოწყვეტილად.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ქიმიოთერაპიის განყოფილებაში მუშაობს მაღალკვალიფიციური, ყურადღებიანი და გამოცდილი პერსონალი. ჩვენი ექიმები ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას საერთაშოროსო და ადგილობრივ კონფერენციებში. ჩვენი კლინიკის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში მიმდინარეობს საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევები, რომლებიც ითვალისწინებს ახალი პრეპარატების შექმნას და მათ შესწავლას. განყოფილების ყველა წევრს აქვს დიპლომი კარგი საექიმო პრაქტიკის (GCP) კურსის გავლის შესახებ.

სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის პროცესში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. მათი მოქმედების პრინციპი ეფუძნება კიბოს უჯრედების გამრავლების შეწყვეტას ან შენელებას. ქიმიოთერაპია, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება როგორც მკურნალობის ცალკე მეთოდი, ასევე კომბინაციაში ოპერაციასთან და სხივურ თერაპიასთან ერთად.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" გამოიყენება ორიგინალი ქიმიოპრეპარატები ან მათი ევროპული ჯენერიკები.