ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

გინეკოლოგია

გინეკოლოგიური დაავადებები შეიძლება კლასიფიცირდებოდეს როგორც:

ინფექციური
ჰორმონალური
სიმსივნური
თანდაყოლილი
პოსტტრავმული.

ბოლო წლებში სიმსივნური და ჰორმონდამოკიდებული დაავადებების ზრდა აღინიშნება, რაც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, სტრესებთან, ორსულობის შეწყვეტასთან, სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლასთნ და. ა. შ.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" გინეკოლოგიურ განყოფილებაში ხდება ქალური სასქესო ორგანოების ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე
საკვერცხეების სიმსივნე
საშვილოსნოს ტანის სიმსივნე
საშოს კედლების სიმსივნე
საშვილოსნოს ფიბრომიომა და ენდომეტრიოზი
ენდომეტრის ჰიპერპლასტიური პროცესები
უნაყოფობის დაძლევა
საშვილოსნოს ყელის კეთილთვისებიანი პათოლოგიები
ვულვის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგია
ჰორმონალური დარღვევები.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის გინეკოლოგიურ განყოფილებაში ჩვენ ვიყენებთ:

კომპიუტერულ ტომოგრაფიას
ექსპერტ კლასის ექოსკოპიურ აპარატურას (ულტრაბგერითი აპარატურა)
ჰისტოციტოლოგიას
სასწრაფო და გეგმიურ ჰისტომორფოლოგიას
სადიაგნოსტიკო ლაპარო-ჰისტეროსკოპიას
მცირეინვაზიურ სადიაგნოსტიკო-ამბულატორიულ ოპერაციებს.

ჩვენი კლინიკის გინეკოლოგიური განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით:

ენდოსკოპიური ლაპარო- და ჰისტეროსკოპიული კომპლექსებით (OLYMPUS-ის ბრენდის)
ელექტროქირურგიული კომპექსებით
კრიოთერაპიის საშუალებებით
ვიდეოკოლპოსკოპიით
ულტრაბგერითი ქირურგიის საშუალებით.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" გინეკოლოგიურ განყოფილებაში მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ სრულდება:

საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ვირთჰაიმის ოპერაცია)
ინა, უკანა და სრული ექსენტერაცია
საშვილოსნოს ექსტირპაცია ბადექონის რეზექციით (საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს) და რეგიონალური ლიმფო-დისექციით (საშვილოსნოს სხეულის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში)
ლაპარასკოპიული საშვილოსნოს ექსტირპაცია ან სუბტოტალური ამპუტაცია დანამატების ჩათვლით ან შენახვით
სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია, ფერტილოსკოპია
უნაყოფობის დაძლევა დამხმარე რეპროდუქტიული მეთოდების გამოყენებით
ყველა სახის ორგანოშემნახველი ოპერაცია, რომლის მასშტაბი განპირობებულია პათოლოგიის სახით და გავრცელებით
ყველა სახის მენსტრუალური ციკლის დარღვევის აღდგენა და ჰორმონალური დარღვევების კორექცია.