ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

თავ-კისრის ქირურგია

ყოველწლიურად მსოფლიოში ფიქსირდება ავთვისებიანი სიმსივნეების 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა. აქედან თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების ახალ შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით 780 000-ს შეადგენს. თვითონ ტერმინი ,,თავისა და კისრის რეგიონის სიმსივნეები" მოიცავს სხვადასხვა ჰისტოპათოლოგიური სტრუქტურის მქონე როგორც კეთილთვისებიან, ისე ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც ლოკალიზდებიან ტუჩისა და პირის ღრუს ლორწოვანზე, ხორხში, ხახის ლორწოვანზე, საყლაპავის კისრის ნაწილზე, ზედა და ქვედა ყბაზე, დიდ და მცირე სანერწყვე ჯირკვლებში, თავისა და კისრის არეში კანზე, ფარისებრ ჯირკვალში და ა.შ.

საქართველოში 2015 წელს კიბოს რეგისტრის მონაცემებით დაფიქსირდა 10 000-მდე ახალი შემთხვევა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობის განუხრელი ზრდა.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ტარდება თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების ქირურგიული, კომპლექსური და კომბინირებული მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში სრულდება ყველა სირთულის მანიპულაცია და ოპერაცია, დაწყებული მინიმალური ინვაზიის დიაგნოსტიკური პროცედურებიდან, დასრულებული გაფართოებულ-კომბინირებული და აღდგენით - რეკონსტრუქციული ოპერაციებით.

ჩვენს კლინიკაში თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების გამო წლის განმავლობაში ტარადება 3000 - მდე ოპერაცია, მათ შორის 1200 - მდე ოპერაცია ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში თავისა და კისრის ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების გამო წარმოებული ოპერაციების 75 - 80 % ტარდება ჩვენს დაწესებულებაში.